“ქალები მომავლისთვის”

ბიზნეს ასოციაცია „ქალები მომავლისთვის“ („Women for Tomorrow“) მიზნად ისახავს საქმიან ქალთა საერთო ინტერესების გამოხატვასა და დაცვას, მათ აქტიურ მონაწილეობას ქვეყნის ეკონომიკური თუ სოციალური განვითარების პროცესში. „ქალები მომავლისთვის“ მხარს უჭერს ქალთა საქმიანობას, როგორც განათლების ამაღლების, ასევე ასოციაციის წევრებს შორის ცოდნისა და გამოცდილების გაზიარების გზით.

მისია/ხედვა

• ბიზნეს-ლიდერ ქალთა საერთო ინტერესების გამოხატვა და დაცვა თავისუფალი ბაზრისა და თანაბარი კონკურენციის პრინციპებზე დაყრდნობით.
• ბიზნეს-ლიდერ ქალთა ჩართულობის გაზრდა დემოკრატიული ინსტიტუტებისა და სამოქალაქო საზოგადოების მშენებლობის პროცესში.
• ბიზნეს-ლიდერ ქალთა დაკავშირება, მათი საზოგადოებრივი აქტიურობის ზრდა, კომუნიკაციისა და საქმიანი ურთიერთობის ჩვევების გამომუშავება.
• ქალი მეწარმეების ბიზნეს განათლების დონის ზრდა, ასოციაციის წევრებს შორის ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება, პროფესიონალიზმისა და ეფექტიანობის გაზრდა.
• ბიზნეს-ლიდერ ქალთა აქტიური მონაწილეობა საქართველოსა და გლობალურ ეკონომიკურ და სოციალურ განვითარებაში.
• ბიზნეს-ლიდერი ქალებისა და მათი საქმიანობის აქტიური მხარდაჭერა.

დამფუძნებლები 

თინათინ რუხაძე
ნინო ყვავილაშვილი
თამარ ყაჭაშვილი
ნინო ზამბახიძე
ია თაბაგარი

0

0%