Pasted image at 2016_04_27 08_24 PM

ჩემი გამოცდილება გეხმარება შენ!

მენტორობა დღეისათვის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური ურთიერთობის ფორმაა, ეს ურთიერთობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მათთვის, ვისაც ბიზნესის სფეროში ნაკლები ცოდნა და გამოცდილება აქვს. თუმცა, უცხოურ საგანმანათლებლო სივრცეში ჩატარებული კვლევების თანახმად, მენტორობის ინსტიტუტი ძალზე მნიშვნელოვანია არა მხოლოდ დამწყებთა მოტივირებისა და პროფესიული ზრდისთვის, არამედ თავად მენტორისთვისაც, რადგან ურთიერთობის ეს ფორმა გამოცდილების, იდეების და ცოდნის გაზიარებაზეა დაფუძნებული.

თუ თქვენ არ იცით როგორ მართოთ პერსონალი, გსურთ განავითაროთ ორგანიზაციის მარკეტინგული მხარე, სირთულეები გაქვთ ფინანსური მართვის ან ადმინისტრირების კუთხით, თქვენს გვერდით არიან ადამიანები, ვისაც აქვს კომპეტენცია, გამოცდილება და შეუძლიათ თქვენი სწორ გზაზე დაყენება. შედეგი სხვადასხვაგვარი შეიძლება იყოს – თქვენი ბიზნესის რაიმე მიმართულებით განვითარება თუ სულაც ახალი ბიზნეს საქმიანობის წამოწყება.

ჩვენი მენტორი სწორედ ის პროფესიონალია, რომელიც მზადაა ახალბედა, დამწყებ კოლეგას მიზანმიმართული დახმარება გაუწიოს, ხელი შეუწყოს პრაქტიკული უნარ-ჩვევების შეძენაში, საკუთარი პოტენციალის გამოვლენაში, გამოცდილების მიღებასა და განვითარებაში. ასოციაციის გამოცდილი და წარმატებული საქმიანი ქალები დამწყებ კოლეგებს სხვადასხვა ფორმით ეხმარებიან – პრაქტიკული რჩევები, მაგალითების დემონსტრირება, ლიტერატურა, სპეციალისტებთან დაკავშირება, მეგობრული შენიშვნები.

და რაც მთავარია, სასურველ მრჩეველს თავად ირჩევთ. ჩვენ გთავაზობთ მენტორთა სიას (პროფესიული რეზიუმეს თანდართვით), თქვენ კი პრობლემურ საკითხთან მიმართებაში ირჩევთ სასურველ მენტორს. (მოგვმართეთ ელექტრონული ფოსტის საშუალებით, მიუთითეთ კომპანიის დასახელება და დაინტერესებული პირის ვინაობა).

და თუ თქვენ უკვე დააგროვეთ ცოდნა, გამოცდილება და გაქვთ სურვილი თავად გახდეთ მენტორი, მოგვმართეთ და ჩვენ მოგცემთ საშუალებას თქვენი ცოდნა გაუზიაროთ სხვებს. (მენტორი შესაძლებელია გახდეს ასოციაციის არაწევრი დაინტერესებული პირიც).

 

 

მენტორები

IMG_0394_4 (1)

თინათინ რუხაძე


კვლევითი კოპანია ACT-ის გენერალური დირექტორი

Tamar Kachashvili - Copy

თამარ ყაჭაშვილი


”კავკასიის გენეტიკის” დირექტორი

marika khaliani

მარიკა ხალიანი


”Green Build”– ის დირექტორი

0

0%