Pasted image at 2016_05_05 12_29 PM

მისია:

21-ე საუკუნეში, ქვეყნის ეკონომიკური ზრდის საქმეში ქალთა ჩართულობას არც თუ უმნიშვნელო წილი აქვს. რაც დრო გადის ქალის, როგორც კაპიტალის მფლობელის და სტრატეგიული გადაწყვეტილების მიმღების შეფასება მით უფრო პოზიტიური ხდება.

Mckinsey-ის ბოლო კვლევა, რომელიც 235 წამყვანი ევროპული კომპანიის შედეგებს აგენერირებს, ეხება ქალს ლიდერ პოზიციებზე ბიზნეს სფეროში. აღმოჩნდა, რომ იმ კომპანიების პერფორმანსი, სადაც გენდერული ბალანსი დაცულია გადაწყევტილების მიმღებ პოზიციებზე, კრიტიკულ მასას ქმნის. ფინანსური და კორპორატიული ანალიზის მიხედვით ქალების ქცევის თავისებურებები გადაწყვეტილების მიღების პროცესში გაცილებით პოზიტიურ შედეგებს იძლევა, ვიდრე იგივე სიტუაციაში მამაკაცის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების შედეგები. თუმცა, პრაქტიკა აჩვენებს, რომ, სამწუხაროდ, ქალები, მამაკაცებთან შედარებით უფრო დიდ სირთულეებს აწყდებიან ბიზნესის მართვისას, საჭირო ოფიციალურ და კერძო სტრუქტურებში მხარდაჭერის მოსაპოვებლად, კრედიტის ასაღებად, საქმიანი პარტნიორების პოვნისათვის და სხვა. ქალთა დიდი მონდომებისა და სწრაფვის მიუხედავად, მიაღწიონ წარმატებას მცირე ბიზნესში, მათი მცდელობა ხშირად უშედეგოა, მიუხედავად მათთვის დამახასიათებელი დადებითი თვისებებისა, როგორიცაა: კეთილსინდისიერება, პასუხისმგებლობა, საკუთარი პროფესიული ცოდნის სრულყოფისაკენ დიდი სწრაფვა, საქმიანი და ცხოვრებისეული ალღო, საოჯახო მეურნეობის გაძღოლის გამოცდილება, ადამიანებთან მუშაობის კარგი უნარი და ზნეობრივი საწყისი, რაც ესოდენ მნიშვნელოვანია ბიზნესისათვის.

იმისათვის, რომ მეტი ქალი მართავდეს წარმატებულ ბიზნესს, აუცილებელია ხელშემწყობი პირობების შექმნა: ბიზნესში პროფესიული მომზადების შესაძლებლობა, ბიზნესისათვის საჭირო უნარ-ჩვევების განვითარება, მათ მიერ წამოწყებული სამეწარმეო საქმიანობის სრულყოფილი გაძღოლისათვის, საკუთარ უფლებებში გათვითცნობიერება (საგადასახადო, ფინანსურ, ეკონომიკურ და შრომითი ურთიერთობების სფეროებში), სათანადო ცოდნა, სხვათა გამოცდილების გაზიარება.

საქმიან ქალთა განვითარების ხელშეწყობა და მათი ჩართულობის გაზრდა ბიზნესში ქვეყნის ეკონომიკის გაძლიერებისთვის – ეს ჩვენი მისიაა!

 

მიზნები:

  • ბიზნესში ქალთა როლის წინ წამოწევა და გაძლიერება;
  • ბიზნეს-ლიდერ ქალთა საერთო ინტერესების გამოხატვა და დაცვა;
  • ბიზნესში მოღვაწე ქალთა ერთმანეთთან დაკავშირება, მათი საზოგადოებრივი აქტიურობის გაზრდა, კომუნიკაციისა და საქმიანი ურთიერთობის ჩვევების გამომუშავება.
  • ქალი მეწარმეების ბიზნესგანათლების დონის ზრდა, ასოციაციის წევრებს შორის ცოდნის, გამოცდილების გაზიარება, პროფესიონალიზმისა და ეფექტიანობის ამაღლება.
  • წარმატებული ბიზნესქალებისა და მათი საქმიანობის პოპულარიზაცია;
  • ბიზნეს-ლიდერ ქალთა აქტიური მონაწილეობა საქართველოსა თუ გლობალურ ეკონომიკურ-სოციალურ განვითარებაში.

0

0%