Pasted image at 2016_05_05 12_35 PM

2011 წლის 25 იანვარს, ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის მიერ ორგანიზებულ კონფერენციას – „ინვესტიცია მომავალში: ქალები განსაზღვრავენ ეკონომიკურ ზრდას” – სპეციალური მოწვევით საქართველოდან ბიზნესში წარმატებული 20 საქმიანი ქალი ესწრებოდა. კონფერენციას ქალთა გლობალურ საკითხებში აშშ-ის საგანგებო ელჩი მელანი ვერვეერი უძღვებოდა. შეხვედრის მისია – სომეხ, აზერბაიჯანელ, კვიპროსელ, ქართველ, ბერძენ და თურქ ქალთა ბიზნეს საქმიანობისათვის ხელის შეწყობა, სამუშაო შეხვედრების, ლექციებისა და გაცვლითი პროგრამების ორგანიზება, წარმატებით შესრულდა. ეს იყო ბიძგი ქართველი სტუმრებისათვის, მათ იქვე გაუჩნდათ ასოციაციის შექმნის იდეა, რომელიც ხელს შეუწყობდა საქმიანი ქალბატონების დაახლოებას, გამოცდილებისა და ცოდნის გაზიარების გზით პროფესიული უნარ-ჩვევების განვითარებას.

 

“მოსამზადებელი პერიოდი დიდხანს გაგრძელდა, მუშაობა იდეაზე, მისია, მიზნები, ხედვა, პროექტები. თანამოაზრეთა რიცხვი ამ დროის განმავლობაში მნიშვნელოვნად შემცირდა და დარჩა სწორედ ის 5 ძლიერი ქალი, რომლებმაც ზუსტად იცოდნენ, თუ რისი გაკეთება სურდათ და რატომ.

 

2014 წლის ოქტომბერში „დიდი ხუთეულის“ ინიციატივით დაარსდა ბიზნეს ასოციაცია „ქალები მომავლისთვის“:

  • თინათინ რუხაძე – ეისითის გენერალური დირექტორი,

  • თამარ ყაჭაშვილი – კავკასიის გენეტიკის დირექტორი,

  • ია თაბაგარი – ტურ-ოპერატორთა ასოციაციის თავმჯდომარე,

  • ნინო ყვავილაშვილი – La Maison Bleue-ს თანადამფუძნებელი,

  • ნინო ზამბახიძე – ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარე.

0

0%