13263906_1745637305681292_5934599753790057682_n

„მენტორობის პროგრამა ქალთა ბიზნესების განვითარებისთვის 2016“.

ბიზნეს ასოციაცია „ქალები მომავლისთვის“ ფონდ კონსტანტასთან პარტნიორობით  საპილოტე პროექტს ახორციელებს – „მენტორობის პროგრამა ქალთა ბიზნესების განვითარებისთვის 2016“.
პროექტში მონაწილეობა  მხოლოდ ასოციაციაში გაერთიანებული წევრებისთვისაა შესაძლებელი და მისი მიზანია, ხელი შეუწყოს ქალთა ბიზნესის განვითარებას შესაბამისი ბიზნეს უნარების შეძენისა და ფინანსური მხარდაჭერის გზით.
პროექტის ფარგლებში შერჩეული კანდიდატები შეიძენენ ცოდნას ბიზნესის მართვის, მარკეტინგისა და ფინანსური მენეჯმენტის  მიმართულებით და რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია ექნებათ მხარდაჭერა მენტორებისგან, რაც   მათ პროექტის ფარგლებში მიღებული თანხის (5 ათასი ლარი) ბიზნესში სწორი მიმართულებით ინვესტირებისათვის დაეხმარება. საპილოტე პროექტში მონაწილეობის მისაღებად წევრთა განცხადებების მიღება   21 აპრილამდე გრძელდებოდა.

ამ ეტაპზე პროექტის „მენტორობის პროგრამა ქალთა ბიზნესების განვითარებისთვის 2016“ პირველი მონაწილე შეირჩა, სოფო ჯიქია – „ჩირიფრუტი“-ს დამფუძნებელი დირექტორი. სოფომ შერჩევის ყველა ეტაპი წარმატებით გაიარა და კომისიას დამაჯერებლად  დაუსაბუთა,  თუ რატომ უნდა გახდეს ის პროგრამის მონაწილე.
ამ პროგრამით სოფოს არაჩვეულებრივი შესაძლებლობა ეძლევა რამდენიმე თვის განმავლობაში იმუშაოს პროფესიონალ გუნდთან ერთად. მას მენტორობას გაუწევენ გამოცდილი, წარმატებული ადამიანები: თამარ ლებანიძე, თინათინ რუხაძე, ლევან ლებანიძე, ზვიად მირიანაშვილი.  გამოცდილებისა და ცოდნის შეძენასთან ერთად, სოფოს  ხუთი ათასი ლარი გადაეცემა, წამოწყებული ბიზნესის განვითარებისთვის.

0

0%