ია თაბაგარი

ია თაბაგარი

გამგეობის წევრი

 

 

საქართველოს შემომყვან ტურ-ოპერატორთა ასოციაციის თავჯდომარე. ბიზნეს-ასოციაცია ქალები მომავლისთვის(Women for Tomorrow) დამფუძნებელი, გამგეობის წევრი.

დაიბადა 1967 წელს თბილისში, ივანე  ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტის დამთავრების შემდეგ იამ სწავლა ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტში კვებისა და ღვინის ეთნოლოგიის განხრით გააგრძელა.  1997 წლიდან საქმიანობა ტურიზმის ბიზნესში დაიწყო და  სხვა ენთუზიასტებთან ერთად საფუძველი ჩაუყარა საქართველოში ტურიზმის განვითარებას, მონაწილეობდა ტურიზმის  განვითარებასთან დაკავშირებულ არაერთ ერთობლივ პროექტში მსოფლიო ბანკის, USAID-ისა და ევროკავშირის პარტნიორობობით.

იას  უშუალო ინიციატივითა და ხელმძღვანელობით შეიქმნა არა ერთი ტურისტული პროდუქტი, დოკუმენტური ფილმი თუ სატელევიზიო სიუჟეტი მოგზაურობის თემაზე, მათ შორის Travel Channel-ის, BBC-სა და Discovery Channel-თვის გადაღებული ფილმები საქართველოს კულტურის, ქართული სამზარეულოს, ღვინის დაყენების ტრადიციების, ეთნოგრაფიული ყოფისა და ბუნების ამსახველი კადრებით. აღნიშნული ფილმების მეშვეობით საერთაშორისო მაყურებელმა სულ სხვა კუთხით გაიცნო საქართველო და ქვეყნის მოსახლეობა.

2007 წლიდან ია თაბაგარი საქართველოს შემომყვან ტურ-ოპერატორთა ასოციაციის თავჯდომარეა. ის ამავდროულად ღვინის ტურიზმის და ღონისძიებების მართვის კომპანიის   “Living Roots”   და Geo Film Production – ის თანადამფუძნებელიც გახლავთ.

2014 წელს იამ ოთხ საქმიან ქალთან ერთად საფუძველი ჩაუყარა ახალ ბიზნეს ასოციაციას „ქალები მომავლისთვის“(Women for Tomorrow), მისი მიზანია წლების განმავლობაში დაგროვილი ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება დაინტერესებული საზოგადოებისთვის, ინოვაციურ, ბიზნეს პროექტებში აქტიური ჩართულობა და ეფექტური შედეგების მიღწევა როგორც ახლად შექმინილი ასოციაციისთვის, ასევე მომავალი წევრების დასახმარებლად.  ია თაბაგარი მრავალი პუბლიკაციის, სალექციო კურსისა და ტურიზმის სასწავლო პროგრამის ავტორია. პარტნიორებთან ერთად  ფლობს აგრო-ტურისტულ ობიექტს კახეთში, რომელიც უმოკლეს დროში ამუშავდება. სამომავლო განვითარებისთვის მფლობელებს მრავალი გეგმა აქვთ განსახორციელებელი.

 

0

0%