ნინო ღანიშაშვილი

ნინო ღანიშაშვილი

გამგეობის წევრი

 

ბიზნეს ასოციაცია “ქალები მომავლისთვის” აღმასრულებელი დირექტორი

დაიბადა 1977 წლის 12 ივლისს. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის

სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტის დამთავრების

შემდეგ სწავლა გერმანიაში რეგენსბურგის უნივერსიტეტში განაგრძო და  2005 წელს

მაგისტრის ხარისხით დაასრულა. შეისწავლა კულტურის მეცნიერებები,

ინტერკულტურული სწავლება, მისი ერთ-ერთი ნაშრომი მაგისტრატურაში ქალის

თემას ეძღვნებოდა: „ქალის როლი და მისი ღირსება ოჯახში“.

საქართველოში დაბრუნებული მუშაობას ()იპეთიკფინანს“-ში პროექტის

კოორდინატორად იწყებს, 2015 წელს კი თანამოაზრეებთან ერთად ა(ა)იპ „კავშირი

განვითარებისთვის“ – აფუძნებს.  2012-2014 წლებში დაკავებული იყო სხვადასხვა პროექტებს

განხორციელებით: სოციალურ-პედაგოგიური პროექტი არგოხში და სობისში, „სობისის

ახალგაზრდული კოოპერატივი“, რეგიონალური განვითარების პროგრამა ავსტრიულ

ორგანიზაციებთან  ერთად(ÖAR,ConSalis).

2015 წლიდან ბიზნეს-ასოციაციას „ქალები მომავლისათვის“ ჩაუდგა სათავეში, რომლის

აღმასრულებელი დირექტორიცაა ამჟამად.

ნინოს არაერთ ტრენინგში აქვს მონაწილეობა მიღებული, როგორც საქართველოში, ისე

საზღვარგარეთ, მათ შორის აღსანიშნავია შვედეთში „კერძო სექტორის განვითარების

პროგრამა“ , ეფექტიანი საჯარო გამოსვლა, მოლაპარაკების ხელოვნება, ფონდების მოძიების

სტრატეგია, ქოუჩინგპროგრამა, სოციალური  მეწარმეობის განვითარება და სხვა.

ნინო ღანიშაშვილი დაოჯახებულია

0

0%