ნინო ყვავილაშვილი

ნინო ყვავილაშვილი

გამგეობის წევრი

 

 

“GALLERY 27” –ის  მფლობელი, ტექსტილის სახელოსნო  “LA MAISON BLEUE”-ს დამფუძნებელი, ბიზნეს-ასოციაცია  „ქალები მომავლისთვის“(Women for Tomorrow) თანადამფუძნებელი, გამგეობის წევრი.

დაიბადა 1962 წელს თბილისში. პირველადი განათლებით ნინო ფილოლოგ – ფოლკლორისტია, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ  პროფესიის შეცვლა გადაწყვიტა  და  თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში ქსოვილის დიზაინის ფაკულტეტზე განაგრძო სწავლა. აკადემიის დამთავრებიდან 2 წლის თავზე,  ნინოm  ოთხ მხატვარ მეგობართან ერთად დააარსა ტექსტილის სახელოსნო  LA MAISON BLEUE,  რომელიც ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული სტუდიაა დღეს  საქართველოში. სახელოსნოს  ძირითადი საქმიანობაა ქსოვილის მხატვრული დამუშავება, დეკორატიული პანოების და ინტერიერის მოსართავი სხვადასხვა ატრიბუტიკის, აბრეშუმის თავსაფრებისა და სხვა უტილიტარული აქსესუარების შექმნა. სახელოსნოს მიღებული აქვს მონაწილეობა მრავალ გამოფენაში როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ.

2010 წელს ნინო ყვავილაშვილმა  მეგობართან ერთად  კაფე-გალერეა KONKA STATION გახსნა, სადაც კაფესთან ერთად ხელნაკეთი ნამუშევრების მაღაზიაც ფუნქციონირებდა. თუმცა 2012 წელს თავისი წილი გაყიდა და 2013 წელს პატარა მაღაზია – გალერეა  თბილისის ისტორიულ უბანში, ქარვასლის შენობაში გახსნა. აქ  მის ნამუშევრებთან ერთად,  სახელოსნოს  წევრებისა და სხვა მხატვრების    ნამუშევრების დათვალიერება და შეძენაა შესაძლებელი.

2012 წელს აშშ სახელმწიფო დეპარტამენტმა  ნინო ყვავილაშვილი    სამ წარმატებულ ქალბატონთან ერთად ამერიკის შეერთებული შტატებში International Visitor Leadership Program – ის ფარგლებში მიიწვია.

2014 წელს  მან თანამოაზრეებთან ერთად დააფუძნა ბიზნეს ასოციაცია  „ქალები მომავლისთვის“(Women for Tomorrow) .

ნინო ყვავილაშვილი  მხატვართა კავშირის, GTG ისა  (Georgian Textile Group) და  საქართველოს რეწვის ასოციაციის ბორდის წევრია.

0

0%