ნინო ზამბახიძე

ნინო ზამბახიძე

გამგეობის წევრი

 

„საქართელოს ფერმერთა ასოციაციის“  დამფუძნებელი თავმჯდომარე, სადისტრიბუციო კომპანია ელ-ბი-ენ ლაინი-ს დამფუძნებელი დირექტორი, შპს ჯორჯიან ბიზნეს ზონ-ის დამფუძნებელი დირექტორი. ბიზნეს-ასოციაცია „ქალები მომავლისთვის“(Women for Tomorrow) დამფუძნებელი, გამგეობის წევრი.

დაიბადა 1978 წლის 14 ივნისს, თბილისში. თბილისის ტექნიკური უნივერსიტეტის  ჰუმანიტარულ-ტექნიკურ ფაკულტეტზე სწავლის პერიოდში მარკეტინგის მენეჯმენტით დაინტერესდა და 1999-2005 წლებში ბეკერ ტილი ჯორჯია ( აუდიტორულ საკონსულტაციო კომპანია ) მარკეტინგის განყოფილებას ხელმძღვანელობდა. მოგვიანებით ნინომ საკუთარი ბიზნესის წამოწყება გადაწყვიტა და 2005 წელს   სადისტრიბუციო კომპანია ელ-ბი-ენ ლაინი დააარსა,  ყავა ვერნიანო და ჩაი რონეფილდის ოფიციალური წარმომადგენლობა საქართველოში.

2008 წლიდან  ახალციხის რაიონის სოფელ წნისში ფერმერული საქმიანობა წამოიწყო და შპს ჯორჯიან ბიზნეს ზონ – რძის გადამამუშავებელი, პირუტყვის საკვების მწარმოებელი საწარმოები და  ფერმა დააარსა,  2010 წლიდან კი  ახალციხეში  რეგიონული განვითარების ასოციაციას ჩაუდგა სათავეში, რომელიც ამჟამად BP-ის პროექტებს ახორციელებს. 2012 წელს ნინო კვების პროდუქტების უვნებლობის სერთიფიცირებული მენეჯერი  (დამტკიცებული SAI Global -ის მიერ) და ექსპორტის სერთიფიცირებული მენეჯერი გახდა ( გაცემული „კავკასიის ბიზნეს სკოლის“ მიერ).

საკუთარი ბიზნესის  პარალელურად, პრაქტიკოსი ფერმერის დიდი გამოცდილების საფუძველზე ნინომ  თანამოაზრეებთან ერთად 2012 წელს  „საქართელოს ფერმერთა ასოციაცია“  დააარსა, სადაც მას თავმჯდომარის პოზიცია უჭირავს. ასოციაციის მთავარი ამოცანა ფერმერთა პრობლემების მოგვარება და მათი ხელშეწყობაა.

ნინო საქართველოს ენტერპრენერების ქსელის დამფუძნებელიცაა, რომელიც ხელს უწყობს როგორც დამწყებ, ასევე მოქმედ ენტერპრენერებს თავიანთი იდეის/კომპანიის განვითარებაში. 2014 წელს კი ოთხ საქმიან ქალთან ერთად საფუძველი ჩაუყარა ახალ ბიზნეს ასოციაციას „ქალები მომავლისთვის“(Women for Tomorrow).

ნინო 2013 წლიდან  გრენობლის ბიზნეს სკოლის, ბიზნეს ადმინისტრირების მაგისტრის ხარისხის კანდიდატია (MBA ).

პირველ ეროვნულ ბიზნეს-დაჯილდოებაზე „მერკური 2011-ის“ ცერემონიალზე ნინო ზამბახიძეს „წლის ქალი-მეწარმის“ საპატიო წოდება მიენიჭა. ის ასევე პირველი ქალი ლიდერია, რომელიც 2012 წლიდან დღემდე ორგანიზაცია „მოახდინე ინვესტირება მომავალში“,  ქვეყნის საპატიო კოორდინატორია. ეს ორგანიზაცია ჰილარი კლინტონის პატრონაჟით მოქმედებს და ნინოს შესახებ ინფორმაცია ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ვებ გვერდზეც იძებნება.

0

0%