თამარ ყაჭაშვილი

თამარ ყაჭაშვილი

გამგეობის წევრი, დამფუძნებელი

 

 

შპს ’კავკასიის გენეტიკის” დამფუძნებელი და დირექტორი,  ბიზნეს -ასოციაცია  „ქალები მომავლისთვის“(Women for Tomorrow) თანადამფუძნებელი, გამგეობის წევრი

 დაიბადა 1971 წელს კახეთში, დედოფლისწყაროს რაიონში. ივანე ჯავახიშვილისი სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტზე სწავლის პარალელურად თამარი საშუალო სკოლაში გეოგრაფიის პედაგოგად მუშაობდა. 1999-2005 წლებში იგი აგრო-ბიზნეს ცენტრისა და ფერმერთა ასოციაციის თანამშრომელია. ამავე პერიოდში აქტიურადაა ჩართული როგორც მხარდამჭერი და მოხალისე კახეთის რეგიონში სოფლის მეურნეობის განვითარების მიზნით დაგეგმილ არაერთ პროექტში.

2006 წელს თამარმა კომპანია „კავკასიის გენეტიკა“ დააფუძნეა, რომელიც ქვეყნუს ერთ-ერთ უმთავრეს მიმწოდებელს წარმოადგენს მეცხოველეობაში სანაშენე საქმქისა და ხელოვნური განაყოფიერების სფეროში. სწორედა ამ კომპანიის დახმარებით განხორციელდა გასული წლების მანძილზე ხელოვნური განაყოფიერებისა და ჯიშის გაუმჯობესების მიზნით არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი  დონორ და ადგილობრივ ორგანიზაციებთან ერთად. ამავე კომპანიის სახელს უკავშირდება მეცხოველეობაში ახალი ტექნოლოგიების შემოტანა და დანერგვა. თამარი ამავდროულად აგრო სექტორში მომუშავე რამდენიმე კომპანიის თანა თანადამფუძნებელიც გახლავთ. 2014 წელს კი ოთხ თანამოაზრესთან ერთად  ქალთა ბიზნეს ასოციაცია ,,ქალები მომავლისთვის“ (Women for Tomorrow)  ჩაუდგა სათავეში.

2011 წელს თამარ ყაჭაშვილი აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ  შერჩეულ 20 წარმატებულ ქართველ „ბიზნესქალბატონს“ შორის მოხვდა. ხოლო 2012 წელს სამ წარმატებულ საქმიან ქალთან ერთად სპეციალური პრგრამით  აშშ-ში მიიწვიეს.

თამარს სხვადასხვა წლებში გავლილი აქვს საკვალიფიკაციო კურსები როგორც საქართველოში, ასევე აშშ-სა და ევროპის ქვეყნებში აგრო საწარმოების მართვასა და ეკონომიკაში, ფინანსებში და სხვა.

0

0%