თინათინ რუხაძე

თინათინ რუხაძე

ასოციაციის დამფუძნებელი

 

 

კვლევითი-საკონსულტაციო კომპანია“ეისითი”-ს (ACT – Analysis & Consulting Team) თანადამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი,   ბიზნეს-ასოციაცია „ქალები მომავლისთვის”(Women for Tomorrow) დამფუძნებელი, გამგეობის თავჯდომარე.

 

თინათინ რუხაძე დაიბადა 1973 წ. თბილისში. 1995 წელს დაამთავრა ივ.ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზოგადი ფსიქოლოგიის ფაკულტეტი, ხოლო 1998 წელს ამავე ფაკულტეტის ასპირანტურა.

თინათინის კარიერა ჯერ კიდევ მისი სტუდენტობის დროს დაიწყო მარკეტინგულ კვლევასა და საკონსულტაციო ბიზნესში. 20 წლის მანძილზე   ვრცელი გზა განვლო ინტერვიუერიდან საერთაშორისო დონის მენეჯერამდე. სხვადასხვა პოზიციაზე ჩართული იყო 500-ზე მეტი პროექტის განხორციელებაში. 2002 წლიდან თინათინი  კვლევითი-საკონსულტაციო კომპანია“ეისითი”-ს (ACT – Analysis & Consulting Team) თანადამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორია. “ეისითი” სწორედ მისი მენეჯმენტის ქვეშ გახდა ჯერ საქართველოს ყველაზე დიდი კვლევითი-საკონსულტაციო კომპანია და ბაზრის ლიდერი, მოგვიანებით კი დაიწყო საერთაშორისო ექსპანსიაც. დღეისათვის კომპანიას ოფისები აქვს საქართველოში, აზერბაიჯანსა და ყაზახეთში, საიდანაც  10-მდე ქვეყანაში ოპერირებს. თინათინი დღესაც წარმატებით განაგრძობს “ეისითი” ჯგუფის მართვასა და ბიზნესის განვითარებას.

 საკუთარი ბიზნესის მართვის პარალელურად, თინათინ რუხაძე 2006 წლიდან ჩართული იყო მიკროსაფინანსო ორგანიზაცია “ლაზიკა კაპიტალის” საქმიანობაში, თავდაპირველად როგორც სამეთვალყურეო საბჭოს წევრი, ხოლო 2013-2014 წლებში  როგორც საბჭოს თავჯდომარე.

2014 წელს თინათინმა  თანამოზარეებთან ერთად  ბიზნეს-ასოციაცია „ქალები მომავლისთვის”(Women for Tomorrow) დააფუძნა, რომლის გამგეობის თავმჯდომარეც თავად გახლავთ.

თინათინი ასევე აქტიურად არის ჩართული საგანმანათლებლო საქმიანობაში – 2007 წლიდან დღემდე ის კითხულობს ლექციებს ქვეყნის წამყვან უნივერსიტეტებში: თავისუფალი უნივერსიტეტი , კავკასიის ბიზნეს სკოლა, საერთაშორისო ბიზნესის სკოლა (ISB)  საქართველოს უნივერსიტეტი (Georgian University) და CAC (Caucasus Academic Center).

2009-2010 წლებში თინათინმა “სტრატეგიული ბიზნეს მენეჯმენტის” კურსი სტოკჰოლმში გაიარა.  2011 წელს კი  აშშ-ში იმყოფებოდა International Visitor Leadership Program-ის ფარგლებში. 2014 წლიდან ის  ეუფლება ქოუჩის პროფესიას Erickson College International-ის ყაზახეთის ფილიალში.

თინათინ რუხაძე  რამდენიმე სამეცნიერო ნაშრომის ავტორია რელიგიის ფსიქოლოგიაში.

0

0%