Pasted image at 2016_05_05 12_41 PM

ასოციაციის შექმნის იდეა საწყის ეტაპზე  საქმიანი ქალბატონების დაახლოება, გამოცდილებისა და ცოდნის გაზიარება და მათი პროფესიული უნარ-ჩვევების განვითარება იყო. ამ იდეის გარშემო უკვე გამოცდილი და წარმატებული ხუთი საქმიანი ქალი გაერთიანდა და შეიქმნა ბიზნეს-ასოციაცია „ქალები მომავლისთვის“. დიახ, ძლიერ, მყარ და საიმედო მომავალს სწორედ ქალის ცხოვრებისეული ალღო, საოჯახო მეურნეობის გაძღოლის გამოცდილება, ადამიანებთან მუშაობის კარგი უნარი და ზნეობრივი საწყისი უზრუნველყოფს. საქმიან ქალთა ჩართულობის გაზრდა ბიზნესში ქვეყნის ეკონომიკის გაძლიერებისთვის, მიგვაჩნია, რომ ძალზედ მნიშვნელოვანია. 5 საქმიანი ქალბატონი, რომელიც სათავეში უდგას ჩვენს ბიზნეს-ასოციაციას ამისი ნათელი დადასტურებაა.

ჩვენ გვსურს, რომ მეტი ქალი მართავდეს წარმატებულ ბიზნესს, თუ თქვენში ამ რესურსს ხედავთ, თქვენი ადგილი სწორედ ჩვენს ბიზნეს-ასოციაციაშია. „ქალები მომავლისათვის“ ის ადგილია, სადაც წარმატებული ადამიანები პირადი გამოცდილებით ეხმარებიან დამწყებთ და ხელს უწყობენ ერთმანეთის წარმატებას. ბიზნეს-ლიდერ ქალთა საერთო ინტერესების გამოხატვა და დაცვა ჩვენი პრეროგატივაა. თქვენი წარმატების მისაღწევად აქ ყველა პირობაა ბიზნესისათვის საჭირო უნარ-ჩვევების განვითარებით დაწყებული, ინვესტიციების მოძიებისა და საჭირო კონტაქტების ჩათვლით. ჩვენს მიერ შემოთავაზებული  სერვისები წევრთა განვითარებასა და ბიზნესსაქმიანობის ხელშეწყობაზეა ორიენტირებული;

ბიზნეს-ასოციაცია თქვენი  საქმიანობის პოპულარიზაციაზეც ზრუნავს, ჩვენ გაძლევთ შესაძლებლობას მიიღოთ მონაწილეობა მასშტაბურ ღონისძიებებში ადგილობრივ და საერთაშორისო დონეზე, შეხვდეთ წარმატებულ ადამიანებს, გაიცნოთ მათი საქმიანობა და გაიზიაროთ გამოცდილება. თუ შენ ხარ თავდაჯერებული და გამბედავი, ორიენტირებული განვითარებაზე და გსურს მიაღწიო დასახულ მიზანს,  შემოგვიერთდი, „ქალები მომავლისთვის“ ერთად ქმნიან საკუთარ და ქვეყნის ძლიერ, სტაბილურ მომავალს.

 

ნანიკო ბარამიძე:

ასოციაცია „ქალები მომავლისთვის“ ჩემთვის ერთგვარი სტიმულია იყო მუდმივად შემოქმედი, ვითარდებოდე პიროვნულად და პროფესიულად, შეიძინო თანამოაზრე მეგობრები. ეს კი ჩემთვის პოზიტივთან, სიკეთესთან და განვითარებასთან არის ასოცირებული.

ნატალია ბარნაბიშვილი:

მე ვარ წევრი ასოციაცია „ქალები მომავლისთვის“, რადგან ჩვენ გამოვხატავთ ბიზნესში მოღვაწე ლიდერ ქალთა ინტერესებს, ჩვენ ვიცავთ და ვნერგავთ თავისუფალი ბაზრისა და თანაბარი კონკურენციის პრინციპებს. ჩვენ, ქალები უნდა ვიყოთ უფრო აქტიურად ჩართული სამოქალაქო საზოგადოების მშენებლობაში. ეს ბიზნეს ორგანიზაცია საშუალებას მაძლევს კომუნიკაცია დავამყარო სხვა წარმატებულ ლიდერ ქალებთან, გავიზიარო მათი გამოცდილება, რაც ზრდის ჩემს ბიზნეს განათლების დონეს და მეხმარება თვითრეალიზაციაში; ამასთანავე, ჩვენს ასოციაციაში მე მაქვს ერთმანეთის მხარდაჭერის იმედი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის.

ნინო არაბული:

ქალები მომავლისთვის წევრობა ჩემთვის მნიშვნელოვანია, რადგან ვთვლი, რომ ეს ჯგუფი შეცვლის თავის წილად ქვეყანას უკეთესობისკენ. ეს არის ჩემთვის ახალი შესაძლებლობა, ახალი გამოწვევა, იზრუნო რომ გაიზარდო, მიიღო მეტი ცოდნა და გაქვს შესაძლებლობა წარმატებული ქალებისგან მიიღო კონსულტაცია, გაქვს სტიმული და მაგალითი ძლიერი და უკვე წარმატებული ქალებისგან. მე მჯერა ეს ჯგუფი გააკეთებს მეტს, ვიდრე შეიძლება გააკეთოს რომელიმე სხვა ჯგუფმა, აქ გაერთიანებული ადამიანები ერთმანეთს აძლევენ გარკვეულწიად შთაგონების საშუალებას და იწვევენ ერთმანეთს. მათ აქვთ ნამდვილი მიზანი გაზარდონ ქალის როლი და შეცვალონ უკეთესობისკენ მომავალი, აქ ყველაზე მნიშვნელოვანი ერთმანეთისგან სწავლაა და მათი გამოცდილების გაზიარება.

ხათუნა ლასარეიშვილი:

ასოციაცია ,, ქალები მომავლისთვის,, წევრებს გვეძელევა საშუალება გუნდურად ვიმუშაოთ თანამოაზრე ბიზნესმენ ქალბატონებთან ერთად, როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ და შევიტანოთ წვლილი საკუთარი საქმიანობის და ბიზნესის განვითარების სფეროში.

0

0%